Saturday, July 4, 2009

ექსკურსია გუდამაყარში




პროექტის სახელი: ,, ვიმოგზაუროთ გუდამაყარში "
პროექტის მოკლე აღწერა: გუდამაყრის ხეობა და გოდერძი ჩოხელის პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან გუდამაყრის ხეობას და მის დღევანდელ ყოფას, შეეცდებიან კავშირი მოძებნონ რეალურ ცხოვრებისეულ ეპიზოდებსა და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს შორის.
IX კლასი, ასაკი _ 14-15 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა:20/IX; 2-3 დღე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ფოტომასალა, ესეები, რეფერატი, დისკუსია, ისტ-ის გამოყენებით შექმნილი ჟურნალი ,,გუდამაყრის ხეობა და გოდერძი ჩოხელი", ლექცია.
მოსალოდნელი შედეგები:ფოტოკოლაჟი, პრეზენტაცია, ელექტრონული ჟურნალი.
სასარგებლო სხვებისათვის:გუდამაყრის ხეობის გაცნობა და მოძიებული მასალა__დემონსტრირება წარმოაჩენს მოსწავლეების დამოკიდებულებას გოდერძი ჩოხელისა და მისი მშვენიერი მშობლიური კუთხისადმი. მოსწავლეებში მოხდება მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება, მოსწავლეები შექმნიან ბლოგს.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა _ მოსწავლეებს განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერა-კითხვა, მოსმენა, საუბარი, დისკუსია, პრეზენტაცია.
ხელოვნება _ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური ხედვა.